

ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ლაშა გელაშვილი პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის, ლენა კალანდაძისგან, მოპოვებული ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე დასანიშნად კონკურსში ათი მსურველი ჩაერთო. წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევის შემდგომ გასაუბრებაზე შვიდი მათგანი უნდა გამოცხადებულიყო.
15 იანვარს დანიშნულ გასაუბრებაზე მხოლოდ ორი კანდიდატი გამოცხადდა.
საკრებულოს თავმჯდომარის, მანანა ბარბაქაძის, ინფორმაციით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ ივანე ჭიპაშვილი დაინიშნება.
ივანე ჭიპაშვილი ამ დრომდე ააიპ რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ტექნიკურ მენეჯერად მუშაობდა.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის