ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ 15 იანვარს სხდომა გამართა.
დეპუტატებმა კომისიის საქმიანობის გეგმა-გრაფიკი დაამტკიცეს და კოლეგების – ინგა მაღრაძისა და მიხეილ ჭიპაშვილის წერილების საფუძველზე ხარაგაულის გამგეობის მიერ დაფუძნებული ხუთი ააიპ-ის საქმიანობა განიხილეს.
დეპუტატი ინგა მაღრაძე იმ საბიუჯეტო ორგანიზაციების საკუთარი შემოსავლებით დაინტერესდა, რომელთა მომსახურებაც ბენეფიციარებისთვის ფასიანია.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა, შ. ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლამ, სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალურმა ცენტრმა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრმა 2017 წელს საკუთარი შემოსავლის სახით 7 700 ლარი მიიღეს.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ფასიანია სამუსიკო სტუდია „ჰარმონიაში“ სწავლა. მოსწავლეები გადასახადს შ. ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში ფორტეპიანოსა და ვიოლინოს წრეებზე იხდიან. შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრმა შემოსავალი საზაფხულო კარვების ბანაკიდან მიიღო, სპორტის განვითარების ცენტრმა – დარბაზისა და ტრენაჟორების გაქირავებით.
დეპუტატი ინგა მაღრაძე მიიჩნევს, რომ ააიპ-ებმა დამატებითი შემოსავლები მომავალი თაობის განვითარებაზე ხელშეწყობიდან არ უნდა მიიღონ. „თვითმმართველობა ვალდებულია, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა მოსწავლისთვის სპორტული თუ მუსიკალური წრეები ხელმისაწვდომი იყოს, – ამბობს ინგა მაღრაძე, – ამისთვის ჩვენ ბიუჯეტში გადასახადებს ვიხდით.
ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარით კულტურის სფეროს ააიპ-ებს ვაფინანსებთ. ამიტომ გადასახადი უნდა გაუქმდეს და მომსახურება ყველასთვის უზრუნველვყოთ. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ უნდა განსაზღვროს, სად შეიძლება ბიუჯეტში თანხის გამოთავისუფლება და 7 700 ლარის მოძიება.“
შ. ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლის დირექტორი ლალი ალექსიძე ამბობს, რომ კლასიკური მუსიკის შესწავლა დიდ შრომას მოითხოვს. მისი თქმით, გადასახადი მოსწავლეს პასუხისმგებლობას უზრდის. უფასო თუ გახდება სწავლება, სავარაუდოდ, კონტინგენტი მოიმატებს და უნდა გაიზარდოს მასწავლებლის ანაზღაურებაც. დამატებით შემოსავალს სკოლა მოსწავლეების კონკურსებში მონაწილეობასა და კულტურულ ღონისძიებებზე ხარჯავს.
დეპუტატი დავით კიკნაძე მიიჩნევს, რომ სამუსიკო სკოლაში სწავლება ფასიანი უნდა იყოს, რადგან დამატებითი შემოსავლები ორგანიზაციების საქმიანობას უფრო ეფექტურს ხდის.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილმა სხდომაზე აღნიშნა, რომ კომისია სხდომაზე გამოთქმულ პოზიციებსაღმასრულებელ ხელისუფლებას აცნობებს და მერიიდან მიღებული პასუხების შემდეგ საკითხზე მსჯელობას საჭიროების შემთხვევაში გააგრძელებს.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი