

5 იანვარს ხარაგაულის მოსახლეობაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი-ხარაგაულის“ დირექტორი, ქეთევან აბრამიშვილი, თანამდებობიდან გათავისუფლდა.
ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორ ნუგზარ ბოლქვაძეს დავუკავშირდით.
ნუგზარ ბოლქვაძემ ჩვენთან სატელეფონო საუბარში განმარტა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ყველა საავადმყოფოს უნდა მართავდეს არა დირექტორი, არამედ კლინიკური მენეჯერი.
„ხარაგაულის საავადმყოფოს მენეჯერმა, ქეთევან აბრამიშვილმა, შესაბამისი გადამზადება გაიარა და ხარაგაულის საავადმყოფოს კლინიკურ მენეჯერად დაინიშნა, – ამბობს ნუგზარ ბოლქვაძე.
ამავდროულად, ხარაგაულის საავადმყოფოს მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლად 9 იანვრიდან, ორი თვით, შალვა ბიჭიაშვილს ვაგზავნით. ელექტრონული რეცეპტისა და პაციენტის ისტორიის ელექტრონულად შევსების წესში გარკვეული ცვლილებებია. პროგრამების მენეჯერი შალვა ბიჭიაშვილი ექიმებს ამ კუთხით ტრენინგებს ჩაუტარებს. ორი თვის შემდეგ ხარაგაულის საავადმყოფოს მხოლოდ კლინიკური მენეჯერი უხელმძღვანელებს,“ – განმარტავს ნუგზარ ბოლქვაძე.
ნინო კაპანაძე
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის