ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია 17 ათას ლარად მსუბუქი ავტომანქანის , ხოლო 33 000 ლარად – სპეციალური მანქანა-კალათის შეძენას გეგმავს.
ამ მიზნით მერია საკრებულოსგან საბიუჯეტო ცვლილებაზე თანხმობას ითხოვს.
საბიუჯეტო ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოს ბიუროს 5 იანვრის სხდომაზე წარუდგინა.
დეპუტატმა თორნიკე ავალიშვილმა მერიისთვის ავტომობილის შესაძენად თანხის გამოყოფა გააპროტესტა. ის ამბობს, რომ როცა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მოთხოვნები ვერ კმაყოფილდება და მათ ერთჯერად ფულად დახმარებაზე უარს ეუბნებიან, მერია ავტომანქანას არ უნდა ყიდულობდეს.
დეპუტატი ვარლამ ჭიპაშვილი მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირისთვის ავტომანქანა აუცილებელია. მისივე ინფორმაციით, გასულ წელს მერიის ავტომანქანა 13 ათას ლარად გაიყიდა და ახალ მანქანას იმ თანხით ყიდულობენ. მისივე ინფორმაციით, „პიკაპის“ ტიპის ავტომანქანა, რომლითაც ამჟამად მუნიციპალიტეტის მერი გადაადგილდება, გასულ წელს უსასყიდლოდ გადმოგვეცა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით, მერიისთვის ავტომანქანის შეძენა 2017 წლის ბოლოს იგეგმებოდა, მაგრამ ამ მიზნით გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.
2018 წლის პირველ საბიუჯეტო ცვლილებას დეპუტატები 8 იანვრის სხდომაზე განიხილავენ.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი