ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თორნიკე ავალიშვილი „ხარაგაულდასუფთავების“დირექტორის, თემურ ფურცელაძის, თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს.
ამის შესახებ დეპუტატმა საკრებულოს თავმჯდომარესა და მუნიციპალიტეტის მერს 5 იანვარს წერილობით მიმართა. თორნიკე ავალიშვილი წერილში თემურ ფურცელაძის მიერ განხორციელებულ უკანონობაზე საუბრობს. ამის დასტურად მას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოდან მიღებული წერილი მოაქვს.
რეგიონული სამმართველოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, ლაშა ხარაბაძის წერილიდან ირკვევა, რომ 2017 წლის 10 ოქტომბერს ააიპ „ხარაგაულდასუფთავების“ სამსახურის მიერ ხარაგაულის წყალსაცავის ტერიტორიაზე 16 ძირი აკაციის ხე უკანონოდ მოიჭრა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა დაადგინა, რომ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 4 714 ლარს შეადგენს და აღნიშნული ქმედებით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. დეპარტამენტის მიერ მოკვლეული მასალები საოლქო პროკურატურას გადაეგზავნა.
დეპუტატი თორნიკე ავალიშვილი ასევე ითხოვს, რომ „ხარაგაულდასუფთავების“ ფინანსური დოკუმენტაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლოს.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი