

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოებში, ფრაქციების თავმჯდომარეებს მოადგილეები ეყოლებათ.
ამის შესახებ ცვლილება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ პარლამენტმა 2017 წლის ბოლოს შეიტანა.
შესაბამისად, ცვლილება შედის საკრებულოს რეგლამენტში. დადგენილების პროექტი საკრებულოს ბიუროს 5 იანვრის სხდომაზე კოლეგებს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ოთარ ლურსმანაშვილმა წარუდგინა.
საკრებულოს თავმჯდომარის, მანანა ბარბაქაძის ინფორმაციით, „კონსულტაციებს ელოდებიან ფრაქციის თავმჯდომარეთა მოადგილეების ანაზღაურებასთან დაკავშირებით.“
ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამი ფრაქცია ფუნქციონირებს – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო,“ „ქართული ოცნება-მრეწველები“ და „ქართული ოცნება-კონსერვატორები.“ ფრაქციის თავმჯდომარეთა ყოველთვიური ანაზღაურება 1 650 ლარია.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის