

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ 5 იანვარს რიგგარეშე სხდომა გამართა.
ბიუროს წევრებმა 2018 წლის ბიუჯეტში შესატანი პირველი ცვლილება განიხილეს.
საბიუჯეტო ცვლილება დეპუტატებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა წარუდგინა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 650 000 ლარი ოქტომბერში სტიქიისგან მიყენებული ზიანის სალიკვიდაციოდ მიიღო.
ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულის მერიას 1 847 900 ლარი ჰქონდა მოთხოვნილი. მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტით, ამ თანხით 68 პროექტის რეაბილიტაცია იგეგმებოდა, – ძირითადად გზების, საყრდენი კედლებისა და ხიდ-ბოგირების აღდგენა.
„ცენტრალური ბიუჯეტიდან მოთხოვნილი თანხა სრულად ვერ მივიღეთ, – ამბობს ვლადიმერ გელაშვილი, – ამიტომ მერიას პროექტების კორექტირება მოუწევს. ზოგი პროექტის განხორციელება რეგიონული განვითარების ფონდიდან იგეგმება.“
ბიუროს წევრების წინადადებაა, რომ სტიქიის სალიკვიდაციოდ მიღებული თანხის ტერიტორიულ ერთეულებში განაწილებისას მერიამ საკრებულოს წევრებთან ითანამშრომლოს.
საბიუჯეტო ცვლილებას დეპუტატები 8 იანვარს საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.
„რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობის ფარგლებში, ხაშურის, სურამისა და ცედანის
მესამე თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც მთელ საქართველოში,
მთავრობის დადგენილებით – ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია,
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიისთვის განაცხადების მიღებას