

ახალი, 2018 წლის შემობრძანებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში სადღესასწაულო ზეიმებით ხვდებიან.
ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიამ ორიგინალურად აღნიშნა დამდეგი ახალი წელი – მოსწავლეებმა საკონცერტო ნომრების შესრულება ეზოდან დაიწყეს.
შემდეგ მათ თითოეულ კლასში გიმნაზიის დირექტორი მამა ანტონი (სულთანიშვილი) მარგვეთისა და უბისის ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად მიიპატიჟეს.
დასკვნითი კონცერტი სკოლის დარბაზში გაიმართა. მოძღვრებმა გიმნაზიის მოსწავლეები და პედაგოგები დალოცეს და ბედნიერი შობა-ახალი წელი უსურვეს.
ხარაგაულის სასულიერო გიმნაზია ახალ, 2018 წელს, გარემონტებული შენობითა და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ხვდება.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის