ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა, ტრადიციულად, წლის პირველ სამუშაო დღესა და წიგნის კითხვის საერთაშორისო დღეს მისულ პირველ მკითხველებს წიგნებით ასაჩუქრებს. ტრადიცია არც წელს დარღვეულა.
„ინტელექტუალური შეჯიბრება“, „შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან“, „ვინ წამიკითხავს ზღაპარს“, „საბიბლიოთეკო კვირეული“, ინოვაციების ცენტრში გამართული ტრენინგები, კრეათონი, შშმ პირთა დღის ცენტრი – ეს ის პროექტებია, რომლებიც ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ 2017 წელს განახორციელა.
წელს ბიბლიოთეკაში ხარაგაულელ მკითხველებს დავით ტურაშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, გაგა გომართელი, გიორგი კეკელიძე და რამაზ ბლუაშვილი შეხვდნენ. გიორგი კეკელიძის ინიციატივით ხარაგაულში სადღეღამისო ბიბლიოთეკის მოწყობა იგეგმება. არსებობს იდეა, რომ დევის ფორმის ქანდაკებაში წიგნები განთავსდეს და მკითხველებმა სასურველი წიგნებით ორიგინალური ბიბლიოთეკიდან ისარგებლონ.
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომლები წინასაახალწლოდ უხუცეს აქტიურ მკითხველებს – ცაცა გუდაძესა და ნუნუ კამკამიძეს შინ ესტუმრენ და ახალი გაზეთებით, ტკბილეულითა და კროსვორდებით დაასაჩუქრეს.
ბიბლიოთეკის დირექტორის, ნიკოლოზ მაჭავარიანის დიდი სურვილია, რომ ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობის მიმდებარე ტერიტორია კეთილმოაწყოს ღონისძიებების ღია ცის ქვეშ მოსაწყობად.
ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გამართულ შემაჯამებელ ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
ახალი წელი ნიკო მაჭავარიანმა და ლიზა დევდარიანმა სიმღერით „ფიფქები“ მოგვილოცეს.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი