ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 22 დეკემბერს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
ბიუროს წევრებმა ნარჩენების მართვის 2018-2022 წლების გეგმა განიხილეს და 2018 წელს მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები მოიწონეს. პროექტები დასაფინანსებლად რეგიონული განვითარების ფონდს წარედგინება.
ბიუროს წევრებს შორის დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარდგენილ პროექტებს.
წყალაფორეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მალხაზ ფხალაძემ სხდომაზე განაცხადა, რომ პროექტების ჩამონათვალის გაცნობის შემდეგ შოკი მიიღო. ის ამბობს, რომ განსახორციელებელი პროექტების რაოდენობა, ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით, არათანაბრადაა გადანაწილებული. მალხაზ ფხალაძე ითხოვს, რომ წყალაფორეთში, პირველ რიგში, საბავშვო ბაღისა და გაბეხაძეების უბანში გზა უნდა მოწესრიგდეს.
საღანძილის მაჟორიტარი დეპუტატი დავით კიკნაძე უკმაყოფილოა იმის გამო, რომ ჯაფარეულსა და ზარანში გზების მოწესრიგება მერიამ არ დაგეგმა.
„სამი წელია, საღანძილეში საბავშვო ბაღის აშენებაზე ვსაუბრობთ, – ამბობს დავით კიკნაძე,- მუნიციპალიტეტის მერი წინასაარჩევნო შეხვედრებზე მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ საღანძილეში საბავშვო ბაღი აშენდებოდა. დღეს ვიგებთ, რომ პროექტიც არ არსებობს. მეოთხე წელია, შეპირების გარდა ვერაფერს ვაკეთებთ.“
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის, არჩილ მაღრაძის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე რგფ-ში 23 პროექტს წარადგენენ. მათგან ერთი ვერტყვიჭალაში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციას ეხება, დანარჩენი – სოფლებში გზების კეთილმოწყობას.
„წელს ნადაბურის გზის რეაბილიტაცია აუცილებლად მოხდება, – ამბობს არჩილ მაღრაძე, – გზის კეთილმოწყობისთვის ერთი მილიონი ლარია განსაზღვრული. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მუნიციპალური განვითარების ფონდთან, რომ ნადაბურის გზა ამ ფონდის დაფინანსებით გაკეთდეს. თუ შევთანხმდით, მაშინ ერთი მილიონი ლარით სხვა პროექტების დაფინანსებას რეგიონალური განვითარების ფონდიდან მოვითხოვთ.“
საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, მალხაზ ფხალაძის, წინადადება, რომ ინფრასტრუქტრულ პროექტებში მის მიერ გამოთქმული შენიშვნები შეეტანათ, ბიუროს წევრებმა არ გაითვალისწინეს. ამიტომ მან, პროტესტის ნიშნად, ბიუროს სხდომა დატოვა.
2018 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ პროექტებს დეპუტატები საკრებულოს 25 დეკემბრის სხდომაზე განიხილავენ.
ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი