ხარაგაულში მესამე მოწვევის ახალგაზრდული საკრებულო შეიკრიბა. წარმომადგენლობითი ორგანო ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების მოსწავლეებით დაკომპლექტდა.
21 დეკემბერს, ახალგაზრდული საკრებულოს პირველ სხდომაზე, ფარული კენჭისყრით, საკრებულოს თავმჯდომარედ ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მოსწავლე თამარ ჭიპაშვილი აირჩიეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ამავე სკოლის მოსწავლე ლიზა ბარბაქაძე აირჩიეს.
ახალგაზრდულ საკრებულოში სამი კომისია იმუშავებს. ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას ღორეშის საჯარო სკოლის მოსწავლე მეგი იჩქიტიძე უხელმძღვანელებს.
საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მოსწავლე ნათია ბურჯანაძე გახდა.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისის თავმჯდომარედ ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლე საბა ებანოიძე აირჩიეს.
„ჩვენ, ახალგაზრდები, ხარაგაულის მომავალი ვართ და შეგვიძლია ინოვაციური პროექტებით ჩვენი მუნიციპალიტეტი უკეთესობისკენ შევცვალოთ, “ – ამბობს ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ჭიპაშვილი.
სამი მოწვევის ახალგაზრდული საკრებულოს წევრი მეგი იჩქიტიძე ამბობს, რომ რამდენიმე პროექტი აქვს, რომელიც ტრეფიკინგსა და ბავშვთა მიმართ ძალადობას ეხება და უნდა ამ მიმართულებით მეგობრებთან ერთად აქტიურად იმუშაოს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, მანანა ბარბაქაძის, დიდი სურვილია ახალგაზრდული საკრებულოს წევრების მეგობარი და თანამოაზრე იყოს და დარწმუნებულია, რომ ერთად ბევრი კარგი საქმის გაკეთებას შეძლებენ.
„ახალგაზრდული საკრებულოს საქმიანობას გასული წლების განმავლობაშიც ვადევნებდი თვალს. აქ მეტი შესაძლებლობაა, ჩემი პროექტები თუ იდეები განვახორციელო და რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმარო,“ – თვლის ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლიზა ბარბაქაძე.
„ახალგაზრდული საკრებულო ხელს უწყობს ახალგაზრდებს, უკეთ გაიცნონ ერთმანეთი. ისინი სწავლობენ დემოკრატიული მმართველობის წესს, – რა არის თვითმმართველობა, როგორ საქმიანობს საკრებულო. მათ მიეცემათ შესაძლებლობა, შეიმუშაონ პროექტი და მოიპოვონ მისი დაფინანსება. ეს ახალგაზრდები მომავალში ჩვენ შეგვცვლიან და დარწმუნებული ვარ, ბევრ წარმატებას მიაღწევენ,” – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე დავით კიკნაძე.
თამთა გოგოლაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი