

ამ წუთებში, ხარაგაულის კინოთეატრში ინტელექტუალური შეჯიბრი „რა? სად? როდის?“ მიმდინარეობს.
შეჯიბრში მოყვარულთა სამი გუნდი, – კობა კაკიაშვილის, გივი კურტანიძისა და დავით ლაცაბიძის ექვსეული მონაწილეობს. გუნდები, ძირითადად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებით დაკომპლექტდა.
შეჯიბრი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის (უფროსი ირინე ჩხეიძე) ინიციატივით ტარდება.
შეჯიბრებას მხოლოდ მონაწილეები და ორგანიზატორები ესრებოდნენ. დავინტერესდით, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ეს ღონისძიება. ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის სპეციალისტი დავით ჩადუნელი ამბობს, რომ ღონისძიება ინტელექტუალური თამაშების მოყვარულთათვის წინასაახალწლო განწყობის შექმნას ემსახურებოდა და კითხვებიც ამ თემატიკაზე შეირჩა.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის