ხარაგაულის საბავშვო ბიბლიოთეკაში პროექტი „ვინ წამიკითხავს ზღაპარს“, უკვე მეოთხე წელია, ტარდება. პროექტის ფარგლებში პატარებისათვის ზღაპარს სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები კითხულობენ. 20 დეკემბერს, პატარებს ზღაპარი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ წაუკითხა. ბავშვები სულგანაბული უსმენდნენ რევაზ ინანიშვილის „საახალწლო ზღაპარს“.
დამსწრე საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი „მეკვლე“ გიგა ხიჯაკაძემ მიულოცა და ჩვენს ქვეყანას სიკეთე და კეთილდღეობა უსურვა.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა პიესა „ზამთრის მოლოდინში“ გაითამაშეს. ზღაპარში ზღარბის (ლევანი კიკნაძე), ციყვის (ელენე წაქაძე), თაგვისა (ერეკლე ყრუაშვილი) და ბათქუნას (მარიამ დევდარიანი) მხიარული ამბავია მოთხრობილი.
ღონისძიება ხარაგაულის საბავშვო ბიბლიოთეკის თანამშრომლების სოფო ლაცაბიძისა და მაკა ბუაჩიძის ორგანიზებით ჩატარდა.
სოფო ლაცაბიძე ამბობს, რომ პროექტი „ვინ წამიკითხავს ზღაპარს“ მომავალ წელსაც გაგრძელდება. „პროექტის მიზანია ბავშვებს პატარა ასაკიდანვე შევაყვაროთ კითხვა, ზღაპრიდან იწყება მოზარდის ფანტაზიის განვითარება. პატარებს გვინდა ვაჩვენოთ, რომ ზღაპარს ყველა პროფესიის ადამიანი დიდი ინტერესით კითხულობს,“- ამბობს სოფო ლაცაბიძე.
თამთა გოგოლაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი