ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე, საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები მალხაზ ფხალაძე და დავით კიკნაძე საღანძილეში მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ეს საღანძილის სკოლაში მოსწავლეთა კონტინგენტს შეამცირებს. ისინი მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას ხარაგაული-ძირულას მიმართულებით ითხოვენ.
ამ საკითხზე დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ისაუბრეს.
„დღეს თუ საღანძილის სკოლაში 70 მოსწავლეა, მომავალ წელს 40 გახდება, მერე – 20 და ასე შემდეგ, – ამბობს დავით კიკნაძე, – მოსწავლე რომ ცეკვასა და მუსიკაზე ხარაგაულში დადის, თუ ტრანსპორტი მოემსახურება, სკოლაშიც აქ ისწავლის. სამი წლის მანძილზე ვამბობდით, რომ საღანძილეს ექნებოდა საბავშვო ბაღი. 50 აღსაზრდელის სია მაქვს და საკითხავია, რატომ ვერ გადაწყდა ეს საკითხი. საინტერესოა, ვინ მოითხოვა საღანძილიდან ხარაგაულში მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნა.“
საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ამბობს, რომ უმჯობესია მუნიციპალური ტრანსპორტი ძირულას მიმართულებით დაინიშნოს. „ვისი იდეაა, რომ საღანძილის სკოლა დაიცალოს და აქ იარონ მოსწავლებმა, არ ვიცი,“ – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე.
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა დეპუტატებს უთხრა, რომ მათ გარეშე არაფერი გადაწყდება და ბიუჯეტის დამტკიცებამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მიმართულებები გადაიხედება.
2018 წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულო 19 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი