

ახალი რკინიგზის მშენებლობამ 2017 წლის მაისში ზვარეში მეწყერი გამოიწვია. ამის გამო ზვარეს საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. სექტემბრიდან ბაღი საქმიანობას ნაქირავებ შენობაში აგრძელებს.
ზვარეში მეწყერული პროცესები უცხოელმა გეოლოგებმა შეისწავლეს. როგორ გაგრძელდება ზვარეში რკინიგზის მშენებლობა და გააგრძელებს თუ არა საბავშვო ბაღი ძველ შენობაში მუშაობას, – ამ შეკითხვით „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენელს, სოფო ხიდაშელს მივმართეთ.
„გეოლოგიური ექსპერტიზის შედეგები მუშავდება, – ამბობს სოფო ხიდაშელი, – დასკვნის მიხედვით ინჟინრებისგან ახალ პროექტს ველოდებით. სავარაუდოდ, ამ თვის ბოლოს გვეცოდინება, როგორ უნდა გაგრძელდეს რკინიგზის მშენებლობა. გეოლოგიური დასკვნით გამოჩნდება, უსაფრთხო იქნება თუ არა ძველ შენობაში საბავშვო ბაღის ფუნქციონირების გაგრძელება.“
ფოტოზე: შემოდგომის ზეიმი ზვარეს საბავშვო ბაღში, 2017 წლის ნოემბერი
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის