

15 დეკემბერს თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, რეზო თაბუკაშვილის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მოსწავლეთა კონფერენციის საზეიმო დახურვა გაიმართება.
ეს ინფორმაცია რეზო თაბუკაშვილის სახელობის ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის დირექტორმა იზა ვეფხვაძემ სოციალური ქსელით გაავრცელა.
როგორც ამ განცხადებაშია აღნიშნული, მოსწავლეთა კონფერენცია განათლების სამინისტროსა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ჩოხოსან რაინდთა დასის (ხელმძღვანელი – კინომცოდნე, პროფესორი გოგი დოლიძე) ორგანიზებით მიმდინარეობდა და მასში საქართველოს მასშტაბით 50-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო.
15 დეკემბერს, 14:00 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დაგეგმილ საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალში ქართული მეცნიერებისა და ხელოვნების მოღვაწეები ჩაერთვებიან.
ფოტოზე: რეზო თაბუკაშვილის ბიუსტთან ხარაგაულში
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის