ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 13 დეკემბრის სხდომაზე დეპუტატმა ინგა მაღრაძემ აღნიშნა, რომ ყველაფერი ინერციით მიდის და ადგილობრივი ხელისუფლება ააიპ-ებს ხარჯების დასაბუთებას და კონკრეტულ პროგრამებს არ სთხოვს.
„იმის ნაცვლად, რომ ტურიზმის განვითარების პროგრამა დავაფინანსოთ, თანხას ვხარჯავთ ააიპ-ის თანამშრომლების ხელფასებზე, რომლებიც არაფერს ქმნიან,“ – ამბობს ინგა მაღრაძე.
მისი ინფორმაციით, 2018 წელს კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი „კახორი“ აღარ დაფინანსდება. ინგა მაღრაძე თვლის, რომ ახალგაზრდებს მოტივაცია უნდა შევუნარჩუნოთ.
ხარაგაულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილის განმარტებით, „კახორის“ წევრები სამსახურში არ დადიან და ამიტომ მათზე ხელფასი არ უნდა გაიცეს. „ხელფასი არც იმას უნდა მივცეთ, სამსახურში რომ დადის და არაფერს აკეთებს, – ამბობს ვლადიმერ გელაშვილი, – უარს არ ვამბობთ ანსამბლის დაფინანსებაზე, წარმოადგინონ პროგრამა და ფულს მიიღებენ.“
„ხარაგაულში ახალგაზრდების დამაგრებაზე ვსაუბრობთ და რა გამოდის. პროგრამულ ბიუჯეტზე ზრუნვა რაღა მაინცდამაინც „კახორით“ დავიწყეთ,“ – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.
„თქვენი პოზიცია გასაგებია და ჩემი მდგომარეობაც უნდა გაითვალისწინოთ. ჩვენი ბიუჯეტის შემოსავლის ძირითადი წყაროა ფინანსთა სამინისტროდან მიღებული ტრანსფერი, – აღნიშნა ბიუროს სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა და დასძინა, რომ ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს.“
2018 წლის ბიუჯეტის პროექტს დეპუტატები 19 დეკემბრის სხდომაზე განიხილავენ.
ნინო კაპანაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი