

ტყიბულში კუნგ-ფუ სანდაში იმერეთის ღია პირველობა გაიმართა.
შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის (დირექტორი დავით გელაშვილი) კუნგ-ფუ სანდას წრის მოსწავლეებმა.
შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავეს ალექსანდრე გეწაძემ, დაჩი შარიქაძემ, მელანო ჭიპაშვილმა, სოფიო ჭანკოტაძემ, არჩილ ფარქოსაძემ, ომარ ბურჯანაძემ, გაგა გელაშვილმა;
მეორე საპრიზო ადგილები მოიპოვეს ანი ლაცაბიძემ, რატი დევდარიანმა, თამარ გელაშვილმა, კახა ღამბაშიძემ, საბა ლომსაძემ, გიორგი მაღრაძემ;
მესამე ადგილზე გავიდნენ გოგა ფურცელაძე და თამაზ ხაჩიძე.
შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ ხარაგაულელ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელ ზვიად კურტანიძეს.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის