

ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო კამპანიასხარაგაულის მუნიციპალიტეტი რამდენიმე ღონისძიებით შეუერთდა.
კამპანიის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კიცხისა და მარელისის სკოლებში მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. დღეს, 11 დეკემბერს, ხარაგაულში, კინოთეატრის წინ, ძალადობის წინააღმდეგ აქცია მოეწყო.
აქციის მონაწილეებმა საზოგადოებას ძალადობის წინააღმდეგ აქტიურობისკენ მოუწოდეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ამბობს, რომ საზოგადოება ჯერ კიდევ ინერტულია ოჯახური ძალადობის მიმართ. მისი ინფორმაციით, გენდერული საბჭო, რომელიც ხარაგაულის საკრებულოში ფუნქციონირებს, მზადაა ძალადობის მსხვერპლს გვერდით დაუდგეს და შესაბამისი დახმარება გაუწიოს.
„ძალადობა ხდება არა მხოლოდ ოჯახში, არამედ საბავშვო ბაღებში, სკოლებში, საზოგადოებაში, სხვადასხვა სამსახურებში. ამ აქციით ყველა სახის ძალადობას ვგმობთ,“ – აღინიშნა აქციაზე.
აქციაში მონაწილეობდნენ ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიისა და ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეები.
გამომსვლელებმა დაგმეს თბილისში 4 დეკემბერს მომხდარი ტრაგედია, როცა ორი არასრულწლოვანი თანატოლებმა სასიკვდილოდ გაიმეტეს.
ხარაგაულის კულტურის ცენტრის მსახიობებმა ლია და გიორგი ჭიპაშვილებმა ოჯახში ძალადობის შესახებ წარმოდგენა აჩვენეს.
აქციაზე შეკრებილებს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ მოუწოდეს საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო კამპანია 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.
თამთა გოგოლაძე
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის