დღეს დილიდან ხარაგაულში თოვს.
დაბა ხარაგაულის მოსახლეობას ქუჩებში გადაადგილება უჭირს.
ტროტუარები გაუწმენდელია. სანიაღვრე არხები წყალს ვერ ატარებს და ქუჩები დაიტბორა. სოლომონ მეფის ქუჩის დასაწყისში რამდენიმე მაღაზიაში წყალი შევიდა. მაღაზიის მეპატროენეებმა ტროტუარები თავად გაწმინდეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, თემურ ჩხეიძის ინფორმაციით, გრეიდერს ზესტაფონიდან ელოდებიან და მალე დაბა ხარაგაულის ქუჩებს გაწმენდენ.
მძიმე თოვლის გამო ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დაზიანდა. ენერგო-პრო ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის, თეონა გეგუჩაძის ინფორმაციით, ამჟამად ხარაგაულის მომსახურების ცენტრში ავარიულადაა გამორთული ფიდერები ლეღვან-მარელისი, კიცხი 1, ბაზალეთი, კიცხი 2. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი მაღალი ძაბვის ქვესადგურის საქასრიას მომხმარებლები. ხარაგაულის მომსახურების ცენტრი საგანგებო რეჟიმში მუშაობს ავარიების აღსადგენად. სამუშაოების ოპერატიულად წარმართვისთვის მათ ასევე ეხმარებიან ტექნიკური ბრიგადები სამტრედიისა და ხონის მომსახურების ცენტრებიდან.
სწავლა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოცდაექვსივე სკოლაში მიმდინარეობს. თუმცა სასკოლო ავტობუსი ყველა სკოლას ვერ მოემსახურა, რადგან გზები თოვლისგან ჯერჯერობით არც ერთ სოფელში არ გაწმენდილა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
სინოპტიკოსების ცნობით, ხარაგაულში ხვალიდან გამოიდარებს.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი