„ეტალონის“ ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი ახალ პროექტს იწყებს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორებს პროექტი – ოჯახი – ბავშვი – სკოლა – მან თავად წარუდგინა.
„ყოველი თვის ბოლო კვირა დღე შვილებზე ზრუნვის დღედ ცხადდება, – ამბობს გოჩა ტყეშელაშვილი, – ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდაზე, განათლებასა და წახალისებაზე.“
პროექტში ჩართვისთვის აუცილებელია, რომ ვებგვერდზე izrune.ge დარეგისტრირდეს მშობელი და მოსწავლე. რეგისტრაციის შემდეგ ყოველი თვის ბოლო კვირას მოსწავლე მასზე ინდივიდუალურად მორგებულ, ზოგადი განვითარების საკლასო ტესტებს მიიღებს.
„izrune.ge-ს იდეა 25-წლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე გამიჩნდა, – ამბობს გოჩა ტყეშელაშვილი, – ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს მშობელს საშუალება ექნება შვილს გვერდით მიუჯდეს და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიუვა, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოს შვილის აზროვნების, განათლების და განვითარების დონე.
ჩვენი მთავარი ამოცანაა, მოსწავლეებს სწავლის მოტივაცია გავუჩინოთ. მოსწავლე ტესტების შევსებისა და პასუხების მიღებისთანავე შეძლებს თავისი შედეგი მსოფლიოს ნებისმიერ ადგილზე თავის ახლობლებს გაუზიროს.“
გოჩა ტყეშელაშვილის ინფორმაციით, ყოველთვიურად კერძო და საჯარო სკოლების ყველა მოსწავლისთვის ორ მილიონამდე ტესტი შეიქმნება. ყოველ მომდევნო თვეში ტესტები ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით შეიცვლება.
izrune.ge-ს ვებგვერდზე მითითებულია თანხა, რომელიც ოჯახმა პროექტში ჩართვისთვის უნდა გადაიხადოს.
გოჩა ტყეშელაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის პროექტში მონაწილეობის გადასახადი ყოველ თვეში ცხრა ლარის ნაცვლად ერთი ლარი იქნება.
პროექტის მასშტაბური პრეზენტაცია 16 დეკემბერს განათლების სამინისტროში გაიმართება. პირველ ტესტებს პროექტში მონაწილეობის მსურველი მოსწავლეები 2017 წლის 31 დეკემბერს მიიღებენ.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი