ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საახალწლო და საშობაო ღონისძიებები 18 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვარს დასრულდება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით, დაგეგმილია:

  1. მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საახალწლო ღონისძიებები და სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული თოჯინების თეატრის გასვლითი სპექტაკლი „მაშა და დათვი“ 18 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით;
  2. ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრის სპექტაკლი ბორითის კულტურის ცენტრში – 18 დეკემბერი, 14:00 სთ;
  3. საბავშვო ზღაპარი საბავშვო ბიბლიოთეკაში – 20 დეკემბერი, 13:00 სთ;
  4. კულტურის სამსახურის მიერ ორგანიზებული ინტელექტუალური თამაში „რა?“ „სად?“ „როდის?“ – 20 დეკემბერი, ხარაგაულის კინოთეატრი, 14:00 სთ; ღონისძიების ორგანიზატორია ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახური;
  5. „მხიარული სტარტები“ – ხარაგაულის სპორტული დარბაზი – 21 დეკემბერი 13:00 სთ;
  6. სამუსიკო სკოლის საახალწლო კონცერტი – 22 დეკემბერი, 15:00 სთ; ღონისძიების ორგანიზატორია ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახური;
  7. საახალწლო ნუგბარის დამზადება „ალილოსათვის“ ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში – 25 დეკემბერი, 14:00 სთ;
  8. საახალწლო ღონისძიებები მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში – 25-29 დეკემბერი, 14:00 სთ;
  9. საახალწლო ღონისძიებები სასოფლო ბიბლიოთეკებში (ნადაბური, თეთრაწყარო, ბაზალეთი) – 25 -28 დეკემბერი, 15:00 სთ;
  10. გამოფენა-კონკურსი „საახალწლო დეკორაციები“ – ხარაგაულის N1 საბავშვო ბაღში – 25 დეკემბერი, 12:00 სთ;
  11. წინასაახალწლო ღონისძიება „ჩვენი მარჯვე ხელებით“ შშმ პირებისა და სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის – 26 დეკემბერი, 12:00 სთ; ღონისძიების ორგანიზატორია მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;
  12. მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის კონცერტი ხარაგაულის კინოთეატრში – 27 დეკემბერი, 15:00 სთ;
  13. საახალწლო ანიმაციური ფილმის – „საშობაო ზღაპარი“ ჩვენება ხარაგაულის კინოთეატრში – 28 დეკემბერი, 15:00 სთ;
  14. ხარაგაულის კულტურის ცენტრის კონცერტი – 29 დეკემბერი, 15:00 სთ;
  15. ჯაზბენდ „კანუდოსის“ კონცერტი ღია ცის ქვეშ – ადმინისტრაციული შენობის წინ, 29 დეკემბერი, 19:00 სთ; კონცერტის ორგანიზატორია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი;
  16. ელექტრონული მუსიკის კონცერტი ღია ცის ქვეშ ადმინისტრაციული შენობის წინ, 30 დეკემბერი, 18:00 სთ; კონცერტის ორგანიზატორია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი;
  17. საახალწლო შოუ ბავშვებისათვის ზღაპრის გმირებთან ერთად ადმინისტრაციული შენობის წინ – 31 დეკემბერი, 13:00 სთ; ღონისძიების ორგანიზატორია მუნიციპალიტეტის მერია და კულტურის სამსახური;
  18. საშობაო ალილო ხარაგაულის ქუჩებში – 7 იანვარი;
  19. ხალხური შემოქმედების სახლის კონცერტი საკუთარ დარბაზში – 14 იანვარი, 14:00 სთ.

ფოტოზე: საახალწლო ზეიმი ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში, 2016 წ.