საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ოფიციალურ ცერემონიალზე თბილისში გამარჯვებულებს გადასცა „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2017“. 

ექვსი საპრიზო კატეგორია მოიცავდა – ბეჭდურ, სამაუწყებლო, ონლაინ და ფოტო ჟურნალისტიკას. გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გასცა სპეციალური პრიზი კონფლიქტების მიმართ სენსიტიურ  ჟურნალისტიკაში, რომელიც ნდობის აღდგენასა და მშვიდობის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2017“ კონკურსის გამარჯვებულები არიან:
– საუკეთესო სტატია ბეჭდვით ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში:  სალომე გორგაძე (თათია ხალიანი – თანაავტორი)

ფინალისტები:
თინათინ ზაზაძე;
ხატია გოგობერიძე.

– საუკეთესო აუდიო ან აუდიოვიზუალური სიუჟეტი სამაუწყებლო ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში: ნათია ორველაშვილი

ფინალისტები:
შორენა ტყეშელაშვილი;
ეკა კევანიშვილი.

– საუკეთესო საგამოძიებო სტატია ბეჭდვით ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში: ნინო აბდალაძე (ნანუკა ბრეგვაძე– თანაავტორი)

ფინალისტები:
ნინო ბაქრაძე;
ნინო ჯაფიაშვილი.

– საუკეთესო საგამოძიებო აუდიო ან აუდიოვიზუალური სიუჟეტი სამაუწყებლო ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში: ცქრიალა შერმადინი

·  საუკეთესო ონლაინ ან ბეჭდური ბლოგი, ან თვალსაზრისი / სვეტი ბეჭდურ ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში:  ბექა კორშია

·  საუკეთესო დოკუმენტური ფოტო: დინა ოგანოვა

· კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი: (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის EUMM სპეციალური პრიზი): ნინო გოგუა

ფინალისტები:
მარიანა კოტოვა;
თამარ მეარაყიშვილი;
ნინო ხარაძე.

ცერემონიალზე ევროკავშირის წარმომადგენლობის კომუნიკაციების ოფიცერმა მიკოლაი ბეკასიაკმა განაცხადა:  „წელს, ისევე როგორც წინა წლებში, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კონკურსში წარმოდგენილი ნაშრომების ხარისხმა. ეს ძალიან კარგია საქართველოსთვის, რადგან დღევანდელი უწყვეტი გლობალური საინფორმაციო ნაკადის ფონზე მაღალი პროფესიული სტანდარტების მქონე ეთიკური ჟურნალისტიკა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს ნებისმიერი დემოკრატიის კარგი ფუნქციონირებისთვის.“

ნაშრომები განიხილა ოთხი წევრისგან შემდგარმა ჟიურიმ: ეკატერინე ქადაგიშვილი, მულტიმედიური განათლების ცენტრის დირექტორი და CNN- ის ადგილობრივი პროდიუსერი (ჟიურის თავმჯდომარე), და ჟიურის წევრები – ბატონი რეიან დემიტრი, BBC-ის კორესპონდენტი კავკასიაში, მაია მიქაშავიძე, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მედიის და მასობრივი კომუნიკაციის პროფესორი, და გოგა აფციაური, ექსპერტი ჟურნალისტიკის დარგში და „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2014“ კონკურსის გამარჯვებული.

გამარჯვებული ნაშრომების მოსაძებნად ეწვიეთ  www.euprizejournalism.eu