25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით მსოფლიოში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია მიმდინარეობს.
კამპანიის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხის სკოლაში დღეს, 5 დეკემბერს, შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე გენდერულ ძალადობასა და მისი დაძლევის გზებზე ისაუბრეს.
მეექვსე კლასელი ელენე რამდენჯერმე მოსწავლეთა შორის ძალადობას შეესწრო. მაშინვე მასწავლებელთან გაიქცა და რეაგირება სთხოვა. ელენე ამბობს, რომ თვალს არასდროს დახუჭავს და მოძალადის მხილებას არ შეუშინდება.
მოსწავლეებმა ქალისა და მამაკაცის თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ყურადღება უთანასწორობის ხელისშემწყობ სტერეოტიპებსა და ფაქტორებზე გაამახვილეს. თავად ჩამოწერეს იდეალური ქალისა და მამაკაცის მახასიათებლები და დაასკვნეს, რომ მათ შორის ერთადერთი განსხვავება სქესია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი გენდერულ საკითხებში ინგა ბერაძე მოსწავლეებს ძალადობის სახეებზე ესაუბრა.
ხარაგაულის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე დავით კიკნაძემ ყურადღება სკოლებში დისციპლინის გამკაცრების, ბავშვის აღზრდაში ოჯახის, სკოლისა და საზოგადოების თანამონაწილეობაზე გაამახვილა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამოქალაქო აქტივობა, ძალადობის მხილება, საზოგადოების, განსაკუთრებით კი მოსწავლეთა ინფორმირება ძალადობის დასაძლევად ძალიან მნიშვნელოვანია.
ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში ხვალ, 6 დეკემბერს, ანალოგიური შეხვედრა მარელისის საჯარო სკოლაში გაიმართება. ორშაბათს, 11 დეკემბერს კი ხარაგაულში ძალადობის წინააღმდეგ ქუჩის აქცია იგეგმება.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი