

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია საპრივატიზაციოდ გამზადებულ სამ ობიექტზე საკრებულოს თანხმობას ითხოვს.
საკრებულოს ბიუროს პირველი დეკემბრის სხდომაზე დეპუტატებმა მერიიდან წარდგენილი ინფორმაცია არასაკმარისად მიიჩნიეს.
ხარაგაულის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საპრივატიზაციოდ მომზადებულია მარელისში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ორი ნაკვეთი და ლაშეში მდებარე ყოფილი კლუბ-კანტორის შენობა.
საკრებულოს ბიუროს წევრები ფიქრობენ, რომ, შესაძალოა, ეს ტერიტორები მუნიციპალიტეტს სამომავლოდ დასჭირდეს.
მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის თანამშრომლის, მაია ალავიძის ინფორმაციით, ამ სამი ობიექტის გაყიდვა ქონების შეძენით დაინტერესებული პირების მომართვის შემდეგ გადაწყვიტეს.
ბიურომ საკითხის შესწავლა საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიას დაავალა.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის