ოჯახში ძალადობა, მსხვერპლი და მოძალადე, ძალადობისგან დაცვის სამართლებრივი მექანიზმები, – ამ საკითხებზე ხარაგაულში დღეს, პირველ დეკემბერს, შეხვედრა გაიმართა.
ზესტაფონის იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოვლენის სტატისტიკაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ბოლო წლებში მსხვერპლთა მიმართვიანობა გაიზარდა.
იურისტების განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები იცნობდნენ ძალადობის ფორმებს, ვის უნდა მიმართონ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე და როგორ ეხმარება მსხვერპლებსა და მოძალადეებს სახელმწიფო.
იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლის, თეა ჯანგიანის განცხადებით, შეხვედრის მიზანი ამ მიმართულებით საზოგადოების კიდევ უფრო მეტი ინფორმირებაა. ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლმა 112-ზე უნდა დარეკოს. სახელმწიფოში კრიზისული ცენტრები ფუნქციონირებს, სადაც ოჯახური ძალადობის მსხვერპლებს ეხმარებიან.
ზესტაფონის იურიდიული დახმარების სამსახური, რომელიც ზესტაფონში, წერეთლის ქუჩა #11-ში მდებარეობს, სამართლებრივ დახმარებას მსხვერპლებსაც აღმოუჩენს და მოძალადესაც.
ხარაგაულში ძალადობის კვირეულის ფარგლებში გამართულ შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების ათამდე წარმომადგენელი და ხუთი უფროსკლასელი ესწრებოდა. შესაძლო მსხვერპლებამდე ხარაგაულში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არ მიუღწევია. რომ არა ჟურნალისტის შემთხვევით მოხვედრა ამ ღონისძიებაზე, ფართო აუდიტორია ვერ გაიგებდა, რომ ხარაგაულში ასეთ მნიშვნელოვან თემაზე შეხვედრა იმართებოდა.
ძალადობის კვირეულის ფარგლებში ხარაგაულში სხვა ღონისძიება ჯერ არ ჩატარებულა.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი