ამერიკაში საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტი დასრულდა.
უმაღლესი იერარქიის მღვდელმთავრებთან ერთად დელეგაციაში ყოვლადუსამღვდელოესი მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) იმყოფებოდა.
„აშშ ჩვენი ქვეყნის ყველაზე ძლიერი მოკავშირეა. ჩვენ ვცდილობთ, რომ მასთან ახლო ურთიერთობა გვქონდეს, – განაცხადა ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ამერიკაში ვიზიტისას, – მრევლს ჩვენ თვითონ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა არის დასავლეთი, რა ღირებულებებია. ისტორიულად უდიდეს ქრისტიანულ ქვეყნებთან ურთიერთობა აუცილებელია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ. ერთადერთი გზა არის დასავლეთი.“
ამერიკაში სასულიერო პირები საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდენ. კონფერენციის მთავარი თემები რელიგიის როლი დემოკრატიაში და ანტიდასავლური პროპაგანდა იყო. ვიზიტის ფარგლებში სასულიერო პირები სამოქალაქო სექტორის, აკადემიური წრეებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი