უწმინდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით, საქართველოს ეკლესიის დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

დელეგაციაში ყოვლადუსამღვდელოესი მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკიც (ხაჩიძე) ბრძანდება.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირების ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, 27 ნოემბერს ორმხრივი შეხვედრები გაიმართა.

აშშ-ში საქართველოს საელჩომ სამოქალაქო სექტორის, აკადემიური წრეების, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენებს უმასპინძლა. მათ შორის: სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს სახალხო დიპლომატიის საკითხებში, შერონ ჰადსონ დინს; NED-ის (ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის) პრეზიდენტს, კარლ გერშმანს; სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს ევროპაში, სამხრეთ და ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და შრომის განხრით, ტომას მელიას; საქართველოში აშშ-ს ყოფილ ელჩს რიჩარდ მაილსს; საზღვაო ქვეითების მთავარ კაპელანს, ვიცე-ადმირალ ბრენთ სკოტს; აშშ-ში საქართველოს ელჩს დავით ბაქრაძეს და სხვ.

პროექტს CDD-ი საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. შემსწავლელი ვიზიტისა და საერთაშორისო ინტერ-რელიგიური კონფერენციის მხარდამჭერები არიან: NED-ი (ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის), აშშ-ში საქართველოს საელჩო, საქართველოში აშშ-ის საელჩო, ევროპულ და ევროალტანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი.