

გრიპის სეზონთან დაკავშირებით ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი საინფორმაციო კამპანიას ატარებს.
ეპიდომიოლოგის თანაშემწე ლელა კაციტაძემ შეხვედრა სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში გამართა.
მან გრიპის სიმპტომებისა და გრიპით გამოწვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე ისაუბრა.
„გამოსავალი არის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც უსაფრთხოა ნებისმიერ ასაკში და გვერდითი ეფექტები თითქმის არ აქვს, – ამბობს ლელა კაციტაძე, – განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების დაცვა გრიპისგან და ვაქცინაციით მათი იმუნიტეტის გაძლიერება.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები აფთიაქებში იყიდება. ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ვაქცინები უფასოდ მხოლოდ თანამშრომლებისა და სოფლის ექიმებისთვის მიიღო. ყოველწლიურად სეზონური ვაქცინაცია გრიპისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა.“
სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ახალი სადეზინფექციო საშუალება „კლორმედი“ შესთავაზა.
„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადობრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაა, „კლორმედის“ გამოყენება, – განმარტავს ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი შმაგი ხიჯაკაძე, – ის აბსოლუტურად უსაფრთხოა.“
ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელმა ცირა სხილაძემ საბავშვო ბაღების თანამშრომლებს „კლორმედის“ გამოყენების წესები გააცნო და საინფორმაციო მასალები გადასცა.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის