ხარაგაულელი სპორტსმენი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე, ევსემ შველიძე, რამდენიმე დღეა საქართველოს ნაკრების წევრი გახდა. მან ნაკრების სახელით პირველად, 25 ნოემბერს, აზერბაიჯანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზა და მესამე ადგილი დაიკავა.
„თებერვალში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება. შევეცდები, საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოვიპოვო, – ამბობს ხარაგაულელი მოჭიდავე, – ჩემს ყველა წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემს ოჯახს, მწვრთნელებს – ანზორ მაღრაძესა და რევაზ შერგელაშვილს, ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალურ ცენტრს, მის დირექტორს დავით გელაშვილსა და მამუკა არევაძეს, რომელიც ხარაგაულელ მოჭიდავეებს გვერდით უდგას და უანგაროდ ეხმარება.
ფოტოზე: ევსემ შველიძე მწვრთნელ რევაზ შერგელაშვილთან ერთად.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი