

ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისსაესტრადო სიმღერების წრის გოგონათა გუნდმა სიმღერის კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა.
ესთეტიკური აღზრდის ცენტრის ინიციატივით ხალხური და საესტრადო შემოქმედების შემსრულებელთა კონკურსი 26 ნოემბერს, თბილისში, კომპოზიტორთა სახლში გაიმართა. კონკურსში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მოქმედი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების აღსაზრდელები მონაწილეობდნენ.
ხარაგაულის მოსწავლეთა სახლის გოგონათა გუნდი (მარიამ მანჯავიძე, ლიზი და ქრისტინე ლაცაბიძეები, თეო ჭიპაშვილი, მარიამ ტაბატაძე, თეკლა ებანოიძე) მაყურებელთა წინაშე ორი სიმღერით – „ჰერიო ბიჭებო“ (კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე) და „გაიღვიძებს ია“ (კომპოზიტორი გურამ ბზვანელი) წარსდგა.
ვულოცავთ გამარჯვებას ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელებს, მოსწავლეთა სახლის დირექტორს მაია ბლუაშვილს და საესტრადო სიმღერის წრის მასწავლებელს დარეჯან გვაძაბიას. მათ შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის