

ხარაგაულის ტურიზმის ცენტრი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ჩაერთო. გამოფენა 22 ნოემბერს გაიხსნა და ხუთი დღე გაგრძელდება.
იმერეთიდან ხარაგაულის ტურიზმის ცენტრის დირექტორ ბერიკა თურმანიძესთან ერთად ქუთაისისა და წყალტუბოს წარმომადგენლები იმყოფებიან.
ხარაგაულის ტურიზმის ცენტრმა გამოფენაზე ჩვენი ისტორიული მუზეუმისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის საინფორმაციო მასალები, ხარაგაულის კონიაკი, ღვინო და თაფლი წარადგინა.
ტურისტულ გამოფენაზე მსოფლიოს მსხვილ ტურისტულ კომპანიებთან საკონტაქტო ინფორმაცია გაიცვლება, დაინტერესებული ტურისტული კომპანიები ხარაგაულში მოგზაურობის შეთავაზებას მიიღებენ.


ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის