

მე ტყვე ვარ.
განგების მედგარ გისოსებს ვერ გამოვექეცი.სულის შემხუთველ შემოჭდომას წითელ გველების
ვერ გავუძელი და სიცოცხლის დამტევებელი
სიკვდილის უტყვ და მორჩილ მონად გადავიქეცი.
ვერ გავაწვდინე ხმა ვერავის, თუმცა ვყვიროდი
უიმედობის უსიერ და გაუვალ ტყეში.
ვერ მოვიშორე მახრჩობელა, მწველი გველები
და წავიქეცი…
მე ტყ(ვ)ე ვარ,
უმწეობის და უბედობის ნორჩი ყლორტების.
ვის დავაკლდები, ვინ მომძებნის ან ვინ მიპოვის?!
მე ტყვე ვარ,
ანდაც, იქნებ აღარაფერი.
უხმოდ მე(ტყვე)ლი
მე ხე ვარ,
ნახშირად რომ გადავიქეცი.
ანა მაღრაძე
ვახანის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის