

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – უბისასა და ღორეშაში ირანელი ბიზნესმენები წვენებისა და ბეტონის ქარხნების აგებას გეგმავენ. „ერთობლივ საქმიანობას ვიწყებთ, – ამბობს ღორეშელი იური მჭედლიძე, – ირანელ ბიზნესმენებს დაუკავშირდა ჩემი მეგობარი, რომელიც წლების მანძილზე ირანში ცხოვრობდა. ორი პროექტი აუცილებლად უბისაში განხორციელდება.
ვგეგმავთ წვენების ქარხნის მშენებლობას. უბისაში ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზია გვაქვს და გვინდა, რომ ბეტონის ქარხანა ავაშენოთ. გვაქვს რამდენიმე ერთობლივი ბიზნეს იდეა, რომელსაც მოგვიანებით გაგაცნობთ.“
იური მჭედლიძის ინფორმაციით, შესაძლოა, ირანში ხარაგაულიდან სასმელი წყლისა და თაფლის ექსპორტიც განხორციელდეს.
ირანელ ბიზნესმენებთან შეხვედრა საქართველო-ირანის ეკონომიკური კომისიის მეექვსე სხდომის ფარგლებში შედგა. შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და ირანის კოოპერაციის, შრომისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრი ალი რაბიი ესწრებოდნენ.
ფოტოზე: იური მჭედლიძე ირანელ ბიზნესმენებთან ერთად
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლოდ გაჭირვებულ და
22 დეკემბერს 11 ტენდერი გამოაცხადა ხარაგაულის თვითმმართველობამ,
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაცია, ხელშეკრულებით
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ დღეს,