ხარაგაულის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, 21 ნოემბერს, კინოთეატრში ფოლკლორის საღამო გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლები და ხარაგაულელი ავტორ-მთქმელები.
ღონისძიება კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა „ოდილა“ გახსნა (ხელმძღვანელი რევაზ შარიქაძე). მაყურებლის წინაშე საკუთარი შემოქმედებით წარსდგა ჭარტალელი სახალხო მთქმელი ვიტალი ფცქიალაძე.
სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ფოლკლორული ანსამბლები „უბისი“ (ხელმძღვანელი ზაქარია ბერაძე), „კახორი“ (ხელმძღვანელი ალექსანდრე მიქელაძე), სახალხო მთქმელები ვარძიიდან ზაურ ჩიჩილიძე და ნიკო ოკრიბელაშვილი, რომელმაც თავისი „ანბანთქებით“ მაყურებლის მხურვალე ოვაციები დაიმსახურა.
ერთმანეთს სახუმარო კაფიები მიუძღვნეს ხარაგაულელმა პოეტებმა ნიკოლოზ წიკლაურმა და გურამ სახვაძემ.
ახალგაზრდა ხარაგაულელი პოეტის შოთა გოლუბიანის ლექსი „ხარაგაული“, #2 საჯარო სკოლის მოსწავლე გიგა ხიჯაკაძემ წაიკითხა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე მაყურებლის წინაშე მამუკა ჭიპაშვილის სახუმარო ლექსით „საყოფი ჯერ არ მოჭრილა“ წარსდგა.
ფოლკლორის საღამოზე მოწვეული იყო ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი, ეთერ თათარაიძე.
„მე ვთვლი რომ ეს ღონისძიება იყო ერთ-ერთი საუკეთესო. ძალიან ბევრ ნიჭიერ ადამიანს მოვუსმინე და ბედნიერი ვარ. ჩემთვის, საიდუმლოდ შევინახავ, ვის მივიწვევ ხარაგაულიდან ვახუშტი კოტეტიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ფოლკლორის საღამოზე თბილისში,“ – აღნიშნა ეთერ თათარაიძემ.
ხარაგაულის კულტურის ცენტრის დირექტორმა ვასილ კიკნაძე მადლობა გადაუხადა სტუმარს მობრძანებისთვის და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.
კინოთეატრის წინ ხალხური რეწვის ოსტატების მიერ შექმნილი თიხის ნაკეთობებისა და წნულების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. კინოთეატრის ფოიეში გამოფენილი იყო კულტურის ცენტრის თანამშრომლის ირმა ბუაჩიძის თექაზე შესრულებული ნამუშევრები.
თამთა გოგოლაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი