

ახალარჩეული თვითმმართველობები დღეიდან მუშაობას შეუდგნენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2017 წლის მოწვევის საკრებულოს სხდომა #48 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გია ცისკაძემ გახსნა და საკრებულოს წევრებს არჩევნების შედეგები გააცნო.
სხდომა საკრებულოს უხუცესმა წევრმა იუზა (ვალოდა) კელენჯერიძემ გააგრძელა. აღსანიშნავია, რომ იუზა კელენჯერიძე მეოთხედ არის არჩეული საკრებულოს წევრად.
ახალარჩეულმა საკრებულომ თავმჯდომარედ განმეორებით აირჩია მანანა ბარბაქაძე. მის არჩევაში 35 დეპუტატიდან 30 მონაწილეობდა და 30-ვემ მხარი დაუჭირა.
მანანა ბარბაქაძემ მოადგილედ სარგვეშის მაჟორიტარი დეპუტატი რუსუდან გიორგაძე დაასახელა.
რუსუდან გიორგაძის ასაჩევად, ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა 31 დეპუტატმა მიიღო. მათგან გიორგაძის მოადგილედ არჩევას მხარი საკრებულოს 25-მა წევრმა დაუჭირა.
საკრებულოში უკვე შეიქმნა ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. ახალშექმნილი ფრაქციის თავმჯდომარე დ. ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა გოგოლაძე იქნება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხუთი კომისია იმუშავებს.
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ 29 ხმით ვარლამ ჭიპაშვილი აირჩიეს;
იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე – ასევე 29 ხმით ოთარ ლურსმანაშვილი;
განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარედ – 27 ხმით დავით კიკნაძე;
ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – 29 ხმით გივი თხელიძე;
ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – 31 ხმით მალხაზ ფხალაძე.

ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის