დაბა ხარაგაულის მოსახლეობის წყალმომარაგებაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად 2017 წლის ბოლოსთვის სამოქმედო გეგმა შემუშავდება.
გეგმაში კონკრეტულად გაიწერება ლეღვანში წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის, მრავალბინიანი კორპუსების გამრიცხველიანებისა და წყლის ხარისხის გაუმჯობესების ვადები.
სამოქმედო გეგმას წყალმომარაგების გაერთიანებული კომპანია შეიმუშავებს და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას წარუდგენს.
წყალმომარაგების საკითხები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დღეს, 18 ნოემბერს, მარეგულირებელი კომისიისა და წყალმომარაგების კომპანიის პასუხისმგებელ პირებთან ერთად განიხილეს.
„ლეღვანში წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია აუცილებელია, – აღნიშნა შეხვედრაზე სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გივი ნადირაძემ, – რეაბილიტაციის პროცესში მოსახლეობას მინიმუმ ორი თვე წყალი შეუწყდება. კარგად უნდა შევისწავლოთ, პატარა ხარაგაულის მოსახლეობისთვის მოწყობილი წყალმომარაგების ალტერნატიული სისტემიდან წყალი მთელი ხარაგაულის მოსახლეობას ეყოფა თუ არა. პრობლემების მოგვარების სამოქმედო გეგმაში გაწერილ ვადებს სემეკი მკაცრად გააკონტროლებს.
რაც შეეხება ტარიფის შემცირებას, დასაბუთება ამის თაობაზე სემეკში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს.“
დღესვე ხარაგაულის წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა ხარაგაულის სერვისცენტრის თანამშრომლებთან ერთად პატარა ხარაგაულის მოსახლეობის წყალმომარაგების სისტემა ადგილზე მოინახულეს.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი