საავტომობილო გზების დეპარტამენტში ძირულა-ხარაგაული-მოლითის 25 კილომეტრიანი გზის მშენებელი ორგანიზაციის შერჩევა მიმდინარეობს.
ეს ინფორმაცია ევროპის განვითარების ბანკის გარემოს დაცვის კონსულტანტმა ლუიზა გუგაშვილმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გაავრცელა.
„მოსამზადებელი სამუშაოები ზამთარში ჩატარდება, – ამბობს ლუიზა გუგაშვილი, – გზის მშენებლობა ძირულიდან მოლითამდე გაზაფხულზე დაიწყება. მშენებლობაზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.“
ხარაგაულის მერი ნიკო თოფურიძე ამბობს, რომ დაბა ხარაგაულში გზის მშენებლობის დროს მძიმე ტექნიკის გადაადგილება საცხოვრებელ სახლებს დააზიანებს. ამიტომ დაბა ხარაგაულში გზის მშენებლობის საკითხი ცალკე განსახილველია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლის, რუსუდან ელიზაბარაშვილის ინფორმაციით, მშენებლობის დაწყებამდე ვიბრაციის გაანგარიშების კვლევა ჩატარდება. ხმაურის, მტვერისა და ვიბრაციის შესამცირებლად გზის მშენებელ ორგანიზაციას შემარბილებელი ღონისძიებები დაეკისრება.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. გზის რეაბილიტაციისთვის 80 მილიონი აშშ დოლარია გამოყოფილი.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი