ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისას მოლითში 56, ხოლო წიფაში 87 კერძო მესაკუთრის ქონების გამოსყიდვა იგეგმება.
განსახლების გეგმას კერძო მესაკუთრეებს სამშაბათს, 21 ნოემბერს, 12:00 საათზე მოლითში, იმავე დღეს 16:00 საათზე წიფაში გააცნობენ.
„შეხვედრაზე მოსახლეობას საინფორმაციო ბროშურებს დავურიგებთ, რითაც ისინი განსახლებასთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნობიან, – ამბობს საპროექტო-საკონსულტაციო კომპანია „კოქს კონსალტის“ განსახლების სპეციალისტი იოსებ გოგოძე, – ხუთშაბათს, 23 ნოემბერს, მოლითისა და წიფის მოსახლეობას საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვდებიან და კერძო მესაკუთრეებისგან ქონების გამოსყიდვაზე დეტალურად ისაუბრებენ.“
იოსებ გოგოძემ, დღეს, 17 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელ სპარტაკ ლაცაბიძეს და წიფის მაჟორიტარ დეპუტატ ბესიკ ტალახაძეს იმ კერძო მესაკუთრეთა სია გადასცა, რომელთა ქონებაც გზის მშენებლობის არეალში ხვდება.
მესაკუთრეთა უფლებების დასაცავად დავების განხილვის კომიტეტი უნდა შეიქმნას. კომიტეტი ადგილობრივი ხელისუფლებისა და კერძო მესაკუთრეთა მიერ შერჩეული პირებისგან დაკომპლექტდება.
ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის 50-კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობა ორ ეტაპად მიმდინარეობს. ძირულა-ხარაგაული-მოლითის მონაკვეთზე მესაკუთრეთა ქონების გამოსყიდვა მომავალ კვირაში დაიწყება.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი