

დღეს, 17 ნოემბერს, ხარაგაულს კინომცოდნე, ჩოხოსან რაინდთა დასის თავმჯდომარე, პროფესორი გოგი დოლიძე ესტუმრა.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ჩოხოსან რაინდთა საზოგადოების ინიციატივით, გასულ წელს, რეზო თაბუკაშვილის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც საქართველოს 52 მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების მოსწავლეები ჩაერთვნენ.
კონკურსის მონაწილეებმა რეზო თაბუკაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ნამუშევრები შექმნეს. დღეს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში დასავლეთ საქართველოს 14 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა საკონკურსო ნამუშევრები წარმოადგინეს. ხარაგაულიდან კონკურსში 8 მოსწავლე ჩაერთო.
გამარჯვებული კონკურსანტები 15 დეკემბერს თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დაჯილდოვდებიან.
დღესვე, გოგი დოლიძემ ჩოხოსან რაინდთა დასში სამი ხარაგაულელი – გიგი გაბუნია, ნიკოლოზ ფცქიალაძე და გიორგი მუხურაძე ჩარიცხა.
„რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობის ფარგლებში, ხაშურის, სურამისა და ცედანის
მესამე თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც მთელ საქართველოში,
მთავრობის დადგენილებით – ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია,
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიისთვის განაცხადების მიღებას