

დღეს, 16 ნოემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი ადმინისტრაციულ წარმოებაში მიიღო. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ვლადიმერ გელაშვილის, ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტი 6 869 000 ლარს შეადგენს.
„ამ დრომდე ველოდებით ცენტრალური ხელისუფლებისაგან რეკომენდაციებს, ამის გამო შეიძლება ბიუჯეტის პროექტი რამდენადმე შეიცვალოს. ბიუჯეტის ამჟამინდელი პროექტის მიხედვით ხარაგაულში მოქმედი საბიუჯეტო ორგანიზაციების მოთხოვნებს მინიმალურად ვაკმაყოფილებთ“, – აღნიშნა ბიუროს სხდომაზე ვლადიმერ გელაშვილმა.
2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხვალ, 17 ნოემბერს, რიგგარეშე სხდომაზე დაიწყებს.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის