

ხარაგაულის თოჯინების თეატრმა კინოთეატრში სპექტაკლი „აბა დამაცადეთ, თაგუნებო!“ გამართა.
სპექტაკლი ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების #1 და #2 საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ნახეს.
სპექტაკლი დეიდა მარინას ისტორიას მოგვითხრობს, რომელსაც წრუწუნები შემოეჩვივნენ. მან კი სახლში ფისო მოიყვანა.
ირინე ჩხეიძის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლი პატარებს ძალიან მოეწონათ. ისინი ტაშითა და ოვაციებით ხვდებოდნენ დეიდა მარინეს (ლუიზა კიკნაძე), თაგუნების – კიწისა და კიკის (მაია ბერაძე, ირინე ჩხეიძე), ფისოს (გიორგი ჭიპაშვილი) სცენაზე გამოჩენას.
ხვალ, 16 ნოემბერს, თოჯინების თეატრი წიფის საბავშვო ბაღს ეწვევა და პატარებს გაახარებს.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის