ხარაგაულში 29 წლის ახალგაზრდის თვითმკვლელობასთან დაკავშირებულ ვერსიას, რომ მან თავი პოლიციის სავარაუდო ზეწოლის გამო მოიკლა, გარდაცვლილის სიძე ავრცელებს.
„ჩემი იმერეთის“ რედაქციასთან სატელეფონო საუბარში მან აღნიშნა, რომ მისი ცოლისძმა თვითმკვლელობამდე ორი დღით ადრე პოლიციაში დაუბარებიათ.
„ხუთი საათის განმავლობაში ჰყავდათ პოლიციაში და იქიდან მოსულმა თქვა, მე რომ კიდევ იქ დამიბარონ, ცოცხალი არ მივალ, თავს მოვიკლავო. ვიცი, რომ დაბარებული ჰყოლიათ ზუსტად იმ დღეს, რა დღესაც თავი მოიკლა. ჩემი ცოლის ძმა ჯართს აგროვებდა მდინარეში, რის გამოც ხერხემალი დაუზიანდა და ოპერაცია დასჭირდა.
ბევრი ჯართი გაქვს ჩაბარებული, კარგი ტელეფონი გაქვს და საიდან იყიდეო, – ასეთი რამეები უკითხავთ პოლიციაში. თან დაუბარებიათ, არსად გაამხილო, რომ დაგკითხეთო,“ – გვიამბო გარდაცვლილის სიძემ.
გარდაცვლილის მეზობლები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ჯართს აგროვებდა და ჰყიდდა. მეზობლები ადასტურებენ, რომ ის თვითმკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლის, ტატო კუჭავას ინფორმაციით, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი) მიმდინარეობს.
ახალგაზრდა დღეს, 9 ნოემბერს, ხარაგაულში დაკრძალეს.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი