

ხარაგაულში მცხოვრებმა 29 წლის ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ახალგაზრდის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია მის მიმართ პოლიციის შესაძლო ზეწოლის შესახებ და ხარაგაულის პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.
ინფორმაციის გადასამოწმებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელს, ტატო კუჭავას დავუკავშირდით.
„ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ მაგ საკითხთან დაკავშირებით ის არის, რომ მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, – გვითხრა სატელეფონო საუბარში ტატო კუჭავამ, – დამატებით ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით. როგორც კი მექნება სრულყოფილი ინფორმაცია, დაგიკავშირდებით.“
გარდაცვლილს ხარაგაულში დღეს, 9 ნოემბერს, დაკრძალავენ.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის