მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში ლიდერობის აკადემიის ტრენინგები სკოლის დირექტორებისთვის, უკვე მეორე წელია, მიმდინარეობს. მასში ხარაგაულში მოქმედი საჯარო სკოლების დირექტორები აქტიურად მონაწილეობენ.
ლიდერობის აკადემიის ტრენინგები ხარაგაულელი დირექტორებისათვის წყალტუბოში წელიწადში ორჯერ იმართება. ტრენინგები რამდენიმე მოდულისაგან შედგება. მიღებულ ცოდნას დირექტორები საშინაო დავალებებით ამყარებენ. დავალებებს კვარტალურ შეკრებებზე განიხილავენ.
8 ნოემბერს მეხუთე მოდულის საშინაო დავალების კვარტალური შეხვედრა ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში გაიმართა. ფასილიტატორი, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის დირექტორი ვალერი გოგნაძე ამბობს, რომ ტრენინგზე მოცემულ საშინაო დავალებებს ჯერ თითოეული ინდივიდუალურად აკეთებს, ხოლო კვარტალურ შეხვედრაზე ერთად განიხილავენ და სასწავლო პროცესში ნერგავენ.
„შეხვედრებზე ჯგუფურად ვმუშაობთ, დავალებებს განვიხილავთ და პრეზენტაციებს წარმოვადგენთ,“ – ამბობს ვალერი გოგნაძე.
ხიდრის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერი პაპავა მიიჩნევს, რომ ეს ტრენინგები და განხილვები თითოეული მათგანისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„შეხვედრაზე ვმსჯელობთ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვაზე. თანამედროვე სკოლა დიდი გამოწვევების წინაშეა და მსგავსი ტრენინგები აუცილებელია, რომ სწავლების თანამედროვე მეთოდებს უკეთესად გავეცნოთ,“ – ამბობს ეთერი პაპავა.
მეექვსე მოდულის ტრენინგები ხარაგაულელი დირექტორებისათვის იანვარში გაიმართება.
ლიდერობის აკადემია სამი საფეხურისგან შედგება და სამი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს საჯარო სკოლის დირექტორთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.
მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ახორციელებს. პროექტი 2016 წლის აგვისტოდან დაიწყო და 2018 წლის ჩათვლით გაგრძელდება.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი