7 ნოემბერს ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში დასუფთავების აქცია გაიმართება.
უფროს თაობებს კარგად ახსოვთ ქვეყნის მასშტაბით სანიმუშო და გამორჩეული ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკი – გასართობი ატრაქციონებით, თვალწარმტაცი ყვავილნარებით, ცხოველებითა და ფრინველებით.
ხარაგაულელი ბავშვებისა და ახალგაზრდების დღევანდელი თაობა დასვენებისა და გართობისათვის საუკეთესო გარემოს იმსახურებს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება, კარგა ხანია, პარკის რეაბილიტაციას აპირებს. თუმცა, დრო გადის, ხარაგაულში თაობები კი ისე იზრდებიან, რომ ბავშვობაში სრულყოფილად დასვენებისა და გართობის შესაძლებლობა ვერ ეძლევათ.
რამდენიმე კვირაში ახალარჩეული საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილება ძალაში შევა.
„ჩემი იმერეთის“ რედაქცია, ბაზალეთის სკოლის ეკოკლუბი „ბაო“, ახალგაზრდა აქტივისტთა კლუბი „იმედი ხვალის“ და ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა, ხარაგაულელი ახალგაზრდების სახელით, ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს, რომ დააჩქარონ კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია.
ვიდრე ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლება პარკის სარეაბილიტაციოდ კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებს გადადგამს, საკუთარი ძალებით გავაკეთებთ იმას, რაც ჩვენ შეგვიძლია!
ხარაგაულის პარკის დასუფთავების აქციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები თავიანთი ტერიტორიების დასუფთავებით შემოუერთდებიან და მხარს დაუჭერენ.
ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში დასუფთავების აქცია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტისგან (CDI) მხარდაჭერილი პროექტის – „იმედი ხვალის“ – ხარაგაულის უკეთესი მომავლისათვის“ ფარგლებში ტარდება. ამ პროექტის მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩართვა და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდა.
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS), რომლის მიზანია საქართველოში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად.
ახალგაზრდა აქტივისტთა კლუბი „იმედი ხვალის“
„ჩემი იმერეთის“ რედაქცია
ბაზალეთის ეკოკლუბი „ბაო“
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი