

ჰოლანდიელი მოგზაური შურდ ბეიკერი, სამი წელია ხარაგაულელებთან მეგობრობს. მისი პირველი მასპინძელი ლევან გოლუბიანია. მოგზაური უზომოდ აღფრთოვანებული დარჩა გოლუბიანების ოჯახის სტუმართმოყვარეობით და მას შემდეგ ხარაგაულს ყოველ წელს სტუმრობს.
შურდ ბეიკერის პატივსაცემად ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისურენოვანი ღონისძიება გამართეს. ინგლისური ენის პედაგოგის, მარიკა გოლუბიანის თქმით, ღონისძიება სტუმრის დიდი ჩართულობითა და აქტიურობით მომზადდა.
სტუმარმა მოსწავლეებთან ერთად ქართული და ინგლისური სიმღერები შეასრულა.
სკოლის დირექტორმა ვალერი გოგნაძემ იმედი გამოთქვა, რომ ეს ღონისძიება ჰოლანდიელებთან მეგობრობის დასაწყისი იქნება.
შურდ ბეიკერი ამბობს, რომ საქართველო და ხარაგაული ძალიან უყვარს და აქ ცხოვრებაზეც ფიქრობს. „უზომოდ აღფრთოვანებული ვარ აქაური ბუნებით, კლიმატით, სამზარეულოთი და არაჩვეულებრივი ხალხით. საქართველოში მომავალ წელსაც აუცილებლად ჩამოვალ და თქვენს სკოლასაც ვესტუმრები“, – ამბობს შურდ ბეიკერი.
თამთა გოგოლაძე
„რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობის ფარგლებში, ხაშურის, სურამისა და ცედანის
მესამე თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც მთელ საქართველოში,
მთავრობის დადგენილებით – ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია,
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიისთვის განაცხადების მიღებას