

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მთავარ საფინანსო დოკუმენტზე – 2018 წლის ბიუჯეტის პროექტზე – მუშაობა მიმდინარეობს. გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით, კანონით ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს გამგეობამ 15 ნოემბრამდე უნდა წარუდგინოს.
„ბიუჯეტის პროექტი, სავარაუდოდ, 10 ნოემბრისთვის მზად გვექნება, – ამბობს ვლადიმერ გელაშვილი, – ააიპ-ების მოთხოვნები დიდია. ჯერჯერობით ზუსტად ვერ გეტყვით, თანხებს როგორ გავანაწილებთ.“
საკრებულოს იურისტის, ზაალ ორბელაძის ინფორმაციით, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაც, სავარაუდოდ, 2014 წლის მოწვევის საკრებულოს მოუწევს.
ფოტოზე: ვლადიმერ გელაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის