

#48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში 8 საათზე 37-ვე საარჩევნო უბანი გაიხსნა.
უბანზე პირველი ამომრჩევლის მისვლამდე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო #48.09 ვახანის საარჩევნო უბანზე.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით ვეფხვაძე შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც კენჭისყრით რეგისტრატორის ფუნქცია შეხვდა.
მან ჯერ განაცხადა, რომ რეგისტრატორობას ვერ შეძლებდა. კომისიის თავმჯდომარემ უარი უთხრა ამ ფუნქციის კომისიის სხვა წევრისთვის გადაბარებაზე. ამის შემდეგ განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მხრივ ცუდადაა.
კომისიის წევრი დავით ვეფხვაძე, მაღალი არტერიული წნევის დიაგნოზით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ხარაგაულის საავადმყოფოში გადაიყვანა.
ამ ფაქტის გამო საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი არ შეფერხებულა.
ნინო კაპანაძე
პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია ადასტურებს, რომ, მიმართვის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში მოსახლეობა სათბობად შეშას იყენებს.
ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მოგიწვიეთ იმისთვის,
ხვალ, 6 ნოემბერს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის