

არჩევნებამდე ორი დღით ადრე პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე და დ. ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა გოგოლაძე სპორტის სფეროში დასაქმებულებს შეხვდნენ.
„ჯანსაღი ცხოვრების წესი თანაბრად მნიშვნელოვანია ყველა სეგმენტისთვის. ვიცით, რომ აქ, თქვენს სივრცეში პატარა ბავშვები, მოზარდები, ახალგაზრდები, ერთნაირად ეზიარებიან სპორტის სხვადასხვა სახეობებს. თქვენ ამ სფეროში გექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა და ხელშეწყობა. ყველა ხარაგაულელმა უნდა ისარგებლოს იმ სერვისით, რაც გვაქვს და რაც შეგვიძლია შევთავაზოთ მომხმარებელს“, – აღნიშნა ნიკოლოზ თოფურიძემ.
მერობის კანდიდატის განმარტებით, მისთვის სპორტის განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება მისასალმებელია.
„ხარაგაულის განვითარებაზე ერთად ვიზრუნებთ და ერთად დავსახავთ პრიორიტეტებს. ხარაგაულში ახალ პერსპექტივებს შევქმნით და თითოეული თქვენგანი მეტ სიმშვიდეს და კეთილდღეობას იგრძნობს“, – განაცხადა მერობის კანდიდატმა.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის